2019-12-13 14:46:37
სირცხვილია რუსულ ენაზე პრესკონფერენციის ჩატარება, თუმცა გახარიასგან მენტალობა არის რუსული - მელიქიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კიევში კონფერენციის რუსულ ენაზე ჩატარებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციონერი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ მელიქიშვილი რუსულ ენაზე პრესკონფერენციის ჩატარებას სირცხვილს უწოდებს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ესაუბრა საქართველოს პრემიერს იმ ქვეყნის ენაზე, რომლესაც შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული.  

"როდესაც ხარ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს, როდესაც წარმოადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ასევე ოკუპირებული აქვს რუსეთს, სირცხვილია ასეთი მოქმედება. თუმცა, გასაკვირი არაფერი არ არის. გახარიას მენტალობა არის რუსული, მისი მოქმედება არის რუსული დოქტრინის შესაბამისი“, -  განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ კიევში პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა. გიორგი გახარიამ ოკუპანტის ენაზე სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა. 

ამავე თემაზე