2019-12-13 14:43:33
ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ცდილობს, რომ მოისუფთაოს გარემო, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩაებღაუჭოს სკამს - ნადირაშვილი

ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ცდილობს, რომ მოისუფთაოს გარემო, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩაებღაუჭოს სკამს - ასე აფასებენ "ევროპული საქართველოს" ლიდერები პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას პირადობისა და პასპორტის ჩამორთმევის საკითხს და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის გაუქმების საკითხს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მოისუფთაოს პოლიტიკური ველი, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩაებღაუჭოს სკამს. მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" სახლში წასვლა აუცილებლად მოუწევს.

"ეს ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი სახლში გაუშვებს, ამ მეთოდებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ცდილობს, რომ მოისუფთაოს გარემო, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩაებღაუჭოს სკამს. წარმოუდგენელია, ამ მეთოდებმა გაამართლოს. მას აქვს პოლიტიკური პროკურატურა, პოლიტიკური სასამართლო, მაგრამ საპროტესტო მუხტი არის იმდენად ძლიერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ასეთი მეთოდებით მისი სახლში წასვლა ვერ შეჩერდება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე