2019-12-13 14:10:22
პრობლემას ვერ ვხედავ - კალაძე გახარიას რუსულად გამოსვლაზე

სუამ-ის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივი პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ვხედავ იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა -   ასე აფასებს  თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიას ვიზიტს უკრაინაში, სადაც მან საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.

"პრობლემას ვერ ვხედავ იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა. ამაში პრობლემური არაფერია",-თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი  გახარიამ რუსულ ენაზე პრესკონფერენცია გუშინ, 12 დეკემბერს, სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ გამართა.

ამავე თემაზე