2019-12-13 13:49:19
ბესელია საარჩევნო ცვლილებებზე მამუკა მდინარაძის განცხადებას პოლიტიკურ აფიორად აფასებს

მართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას პოლიტიკურ აფიორად აფასებს. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ მიიღებს, რომ 2020 წლის შემდეგი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს.

„ეს მარტივად ითარგმნება, როგორც პოლიტიკური აფიორა, ძალიან იაფფასიანი მცდელობაა. მამუკა მდინარაძესა და მის თანამოაზრეებს რომ ჰკითხო, ხელისუფლებაში დარჩენა უსასრულოდ უნდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი სპექტაკლების არავის აღარ სჯერა. ჯერ 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ და ნამდვილი იყოს. ამ პროექტს მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლოს თემამ დაამთავრა. ეს არის სრული ბოდვა და არასერიოზული”, – განაცხადა ბესელიამ.

ამავე თემაზე