2019-12-13 13:25:45
დამტკიცებული არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა - კალაძე უვადო მოსამართლეებზე

ვინც იქნა დამტკიცებული არის, რამდენიმე ოდიოზური ფიგურა - ასე ეხმაურება უვადო მოსამართლეების არჩევას თბილისის მერი კახა კალაძე.

"ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდეს. მათგან, ვინც იქნა დამტკიცებული არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა. მთავარი არის ის, რომ იყო ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შსს, ყველაფერი იყო ეს ადამიანი,"- თქვა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე