2019-12-13 13:01:15
პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს - ვოლსკი

პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლურ ევროპულ ქვეყანას აქვს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მოსამართლეთა არჩევაზე ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას. მისი თქმით, კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, თუმცა აშშ-ს საელჩოს და სხვა ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება დარწმუნდნენ, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ.  

„საერთაშორისო ექსპერტებს გარკვეული პრეტენზია აქვთ გამჭვირვალობაზე. ვფიქრობ, ქართულ სასამართლოს მომავალში, საერთაშორისო რეიტინგებში გამოკვეთილი კონტურები ექნება და ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ იმავე ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს, საშუალება ექნებათ, დარწმუნდნენ, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას შემდეგ, რაც ეს ორგანო აბსოლუტურ მიწასთან იყო გასწორებული”, - განაცხადა ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე