2019-12-13 12:41:35
მჯერა მიუხედავად იმ ხელის გადაგრეხვისა და ძალადობისა რაც მოხდა პარლამენტში, შევძლებთ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გადარჩენას - ბესელიამ 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც დეპუტატის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს და გამოსავალია იმ კრიზისული ვითარებიდან, რაც ქვეყანაში მოსამართლეთა სკანდალურად დამტკიცების შედეგად შეიქმნა. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, მიიჩნევს რომ ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ბესელიას თქმით, პოლიტიკოსებს არ აქვთ უმოქმედობის უფლება და აუცილებელია შესაბამისი ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადაიდგას.    

"პირველი, ეხლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე იურიდიულ კომიტეტში. მეორე, იმ ვითარებაში, როცა გაკრიტიკებულია ყველა პროცედურა, რითიც შერჩევა მიმდინარეობს, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს და საბოლოოდ, ამ ნორმის საფუძველზე ხდება შერჩევა ახალი მოსამართლეების... მესამე, მე წარვადგენ ახალ კანონპროექტს ეს არის თავსებადი და ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ ეუთო ოდირის ევროსაბჭოს რეკომენდაციებით ერთობლივი დოკუმენტით იყო ნაკარნახევი და გულისხმობს იმას რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს ამ კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა. თქვენ იცით, რომ იმ ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად იუსტიციის საბჭო დაიწყებს დარჩენილებიდან ახალი კანდიდატების დაკომპლექტებას. მეოთხე, პარლამენტს მივმართავ ის რეზოლუცია, რომელიც არის დღის წესრიგში კლანური მმართველობის შესახებ, უყაროს კენჭი. მეხუთე,  უნდა ჩატარდეს კენჭისყრა  იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი, რითიც პარლამენტს აღარ ექნება შესაძლებლობა ქვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების. მეექვსე, ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობ  და დავიწყებ დიალოგს, რათა წერილობით გაფორმდეს მემორანდუმი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან რომელიც ფიქრობს, რომ ის პარტია იქნება ახლა პარლამენტში წარმოდგენილია, გაფორმდეს შეთანხმება, რომელითაც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა. ამ ცვლილებით მოხდება, როგორც უვადოდ მოსამართლეთა არჩევის წესის გაუქმება, მოხდება ახალი მოსამართლეების შემოყვანა სისტემაში, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და კარგი კვალიფიკაცია",-განაცხადა ბესელიამ. 

ამავე თემაზე