2019-12-13 12:06:43
გიგაური და მისი დაწესებულება წამლავს საზოგადობას სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით - ხაინდრავა

გიგაური და მისი დაწესებულება წამლავს საზოგადობას სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით - აღნიშნული  განცხადება, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.

„გადაწყვეტილება გამოტანილია დიდი ხანია. გიგაური არის სიცრუის მანქანის სახე. იგი ცილს წამებს ამ საზოგადოებას, რაც ძალიან ვნებს საზოგადოებას. მისი ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენენ, გუშინ აჩვენეს პარლამენტში, როდესაც იქაურობა მოწამლეს. გიგაური და მისი დაწესებულება წამლავს საზოგადობას სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით. ამის მაგალითი ამ კვირაში თადუმაძეს ცილი დასწამეს, რომ მას არ აქვს დიპლომი. მხოლოდ იმიტომ დავდივარ სასამართლოებზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს, რას წარმოადგენენ ისინი. გუშინ რაც მოხდა პარლამენტში, არის მათე სახე. ისინი წამლავენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. ყველგან, სადაც მომეცემა შესაძლებლობა, ვამხელ მათ ამაში. ამისთვის მინდა ეს სასამართლო. ადვოკატი ცრუობს და გიგაურიც ცრუობს მუდამ. მე არ მითქვამს, რომ გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, მე ვთქვი, რომ მან დააჯილდოვა კაციჭამიები, ბოროტმოქმედები, რომლებმაც სისხლის ჩაახშეს ქართული საზოგადოების ნება. ამის საბუთები წარვადგინე სასამართლოში და დადასტურებულია ყველანაირად. დანარჩენი არის ყველაფერი სიცრუე.

ადვოკატი, რომელიც ვექილს ეძახის თავის თავს, ტყუის ყველა გამოსვლაში. არასდროს მითქვამს, რომ გიგაურმა მიიღო მონაწილეობა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში. მე ვთქვი, რომ დააჯილდოვა ის ადამიანები და ამაში მან ვანო მერაბიშვილისგან, ამ დამნაშავისგან და კაციჭამიისგან მიიღო ჯილდოდ რიგგარეშე წოდება. ეს დავადასტურე საბუთებით. ვერსად ვერ გაექცევიან სიმართლეს ვერც გიგაური, ვერც მშვენიერაძე, ვერც ვერავინ, დანარჩენი „ნაცმოძრაობები“,  – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამავე თემაზე