2019-12-13 10:50:50
დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება. საქმე 20 ივნისის აქციას ეხება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატი ვახო იაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია და სასამართლო პროცესის დროში გაწელვას ცდილობს.

"ბრალდების მხარე კვლავ წარადგენს მოწმეებს დასაკითხად. ამ შემთხვევაშიც ვერც ერთი მოწმე ვერ მიუთიტებს რაიმე იმ გარემოებაზე, რომელიც ირაკლის ბრალეულობას დაადასტურებს, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. შეძახილი „წავიდა, წავიდა“ არ ნიშნავს პარლამენტის აღებას“,  - განაცხადა ადვოკატმა.  

ამავე თემაზე