2019-12-13 10:07:00
სასამართლომ უგულავას გირაო შეუფარდა და პასპორტი ჩამოართვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა. მას ასევე შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩატარდება.

„არის საექსპერტო დოკუმენტაცია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, არის დაზარალებულის დაზიანებული სვიტერი, რომელიც კონფლიქტისას დაუზიანდა. 30 იანვარს დაინიშნა წინასასამართლო სხდომა და გამოძიებას ექნება კიდევ ვადა, მოიპ​ოვოს სხვა მტკიცებულებები. როდესაც დაიკითხა გიგი უგულავა, იგი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. მას საქმეში ოფიციალურად გამოკითხვისას არ დაუფიქსირებია. ვიდეოჩანაწერები იქნა ამოღებული და რაც შეეხება მის გამოხთოვას, არის კანონმდებლობის იმგვარი ჩანაწერი, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე არ გვაძლევს კანონმდებლობა უფლებას, გამოვითხოვოთ და საქმეზე იქნას დამაგრებული. თუმცა, ვეცდებით, სხვა კანონიერი გზებით გამოსავლის პოვნას, რისთვისაც შესაძლოა, ასევე მივმართოთ სასამართლოს შუამდგომლობითაც“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.

ამავე თემაზე