2019-12-13 10:03:04
გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს. ის ამ დრომდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გუშინ, მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.

ამავე თემაზე