2019-12-13 10:00:31
ოკუპირებულ ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის თქმით, ე.წ. პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.

„ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც ოჯახის თხოვნით ავიყვანეთ. მან რამდენჯერმე მოინახულა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში. მისი ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი ე.წ. სასამართლოში. ეს არის პირველი სასამართლო სხდომა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ უკანონო პატიმრობა, რომელშიც ქართველი ექიმი თვეზე მეტია, იმყოფება, სწორედ დღევანდელ პროცესზე დასრულდება და ის აბსურდული ბრალი, რაზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში მისი უპირობო გათავისუფლებით დასრულდება. ე.წ. პროცესზე ადვოკატი აპირებს იშუამდგომლოს, რომ გათავისუფლდეს ექიმი პატიმრობიდან და გამარტივებული წესით მოხდეს მისი საკითხის განხილვა. შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული გარკვეული სახის ფულადი ჯარიმაც გამოყენებული“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ამავე თემაზე