2019-12-12 19:27:25
არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი - მიქაუტაძე

არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი - უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემაში არანაირი კლანი არ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ის ყველაფერს იღონებს, რომ მის მიმართ გამოჩენილი მაღალი ნდობა გაამართლოს და ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახუროს.

"ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ  მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც დღემდე ვაკეთებდი. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა, ჩემთვის ერთგვარი სტიმულია და გვაიძულებს, რომ მხნედ ვიყოთ და კარგად ვაკეთოთ საქმე, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ ზოგჯერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არგუმენტებს და ფაქტებს მოკლებულია:

"არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს უფლება გამოთქვას მოსაზრება, თუმცა ეს მოსაზრებები მოკლებულია ფაქტებს და არგუმენტებს და კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აღნიშნა მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე