2019-12-12 18:57:10
სუს - მა​ მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი, პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ - პროკურატურა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს

სუს - მა​ მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი, პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ - პროკურატურა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა წერს.

"აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად სუსმა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ." - წერს გიგი უგულავა სოცალურ ქსელში.

"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ გავრცელებული დოკუმენტით, პროკურორი თამარ ზაქუტაშვილი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით, უგულავას გირაოს სახით განესაზღვროს 5000 ლარის გადახდა და ამისთვის მიეცეს 20 დღე. ასევე, ჩამოერთვას პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


 

ამავე თემაზე