2019-12-12 18:31:59
საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის და კიდევ ხუთი დაკავებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელის და ნოდარ ბრეგაძის საქმეები განიხილება. ისინი დღეს დილით პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავეს. სხდომას მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი უძღვება.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. 

ამავე თემაზე