2019-12-12 14:31:48
პარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ამის გამო პარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ცუდად გახდა  დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ენძელა მაჭავარიანმა თქმით სუნებზე აქვს ალერგია.

„სუნებზე მაქვს ალერგია. სუნამოზეც ალერგია მაქვს. სხდომათა დარბაზში არ დამინახავს ირმა ნადირაშვილი, დავინახე ლელა ქებურია, მეორე ვინ იყო ყურადღება არ მიმიქცევია. რა დაასხეს, არ დამინახავს. ყელში რაღაც მაწუხებს, ისეთი არაფერი მჭირს. ოჯახის წევრებიც უყურებენ ამას, სირცხვილია“,- აცხადებს მაჭავარანი.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, "ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება".     


 

თანდართულ ფოტოებს  პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ავრცელებს.

ამავე თემაზე