2019-12-12 14:31:28
წინასწარი ვერსიით, გოიმური პერფორმანსის დასადგმელად „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი იყო შემოსული - მდინარაძე

წინასწარი ვერსიით, გოიმური პერფორმანსის დასადგმელად „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი იყო შემოსული - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებობს წინასწარი ვერსია, რომ გაურკვეველი შემცველობის ხსნარი პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ქალმა დეპუტატებმა შეიტანეს.

„შემიძლია, წინასწარი ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი იყო შემოსული. ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში და ასე შემდეგ. ყველაფერს დაადგენენ, მაგრამ მთავარია ის, რომ როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად, ენძელა მაჭავარიანი, ახალი ნაოპერაციები, ალერგიული და ძალიან ცუდადაა უკანა ოთახში, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც „სირცხვილია“ თუ „ნაცმოძრაობის“ დამატება, რომელიც კმარას გაცვეთილი მეთოდებით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კრიმინალზე ვერ წავიდნენ, ამას ვერ გაბედავდნენ, არაფერი ისეთი არ იქნება, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დეპუტატები და თქვენ, ჟურნალისტები გაგვეყვანეთ. ერთი ფაქტია, კაცებიც არ ყავთ, რომ შემოვიდნენ და თუ რამე პერფორმანსის დადგმა უნდათ, ეს მამაკაცებმა გააკეთონ, ქალებს უშვებენ რაღაცა პერფორმანების, უნიჭო, მდაბიო, გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში არის ეს, რასაც ისინი დღეს დარბაზში აკეთებდნენ.

„ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა, ასეთი, ბოდიში ყველა მაყურებელთან და  საზოგადოების თითოეულ წევრთან, ასეთი ბანძი, გოიმური მოქმედებით. შეიძლება, აღშფოთება გამოითქვას, მაგრამ იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში, არც პერფორმანსი, ამას არაფერი ჰქვია. ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული რაღაც დესტრუქცია“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე