2019-12-12 14:02:25
ჩვენ წლები ვიბრძოლეთ, რომ სასამართლო არ აღმოჩენილიყო ამ კლანის ხელში, მაგრამ ოცნებას სხვა გამოსავალი არ აქვს - ანა ნაცვლიშვილი

ჩვენ წლები ვიბრძოლეთ, რომ სასამართლო არ აღმოჩენილიყო ამ კლანის ხელში, მაგრამ ოცნებას სხვა გამოსავალი არ აქვს, მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენას აქვს ადგილი, როდესაც პარლამენტი, სადაც სამართალი უნდა დადგინდეს, პოლიციელებით არის გარშემორტყმული - მოძრაოა „ლელოს“  წევრის ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის  პლერანულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

,,ჩვენ წლები ვიბრძოლეთ, რომ სასამართლო არ აღმოჩენილიყო ამ კლანის ხელში, მაგრამ ოცნებას სხვა გამოსავალი არ აქვს. მას სჭირდება სრულად მორჩილი მოსამართლეები და ყველაფერზე წავიდა, რომ ისინი როგორმე გაამწესოს უზენაეს სასამართლოში. მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენას აქვს ადგილი, როდესაც პარლამენტი, სადაც სამართალი უნდა დადგინდეს, პოლიციელებით არის გარშემორტყმული. ადამიანების, საზოგადოების ხმის ეშინიათ კომიტეტზე. საშვები იყო დაშვებული, დილიდან აქ ვიყავით და არ შეგვიშვეს. ეშინიათ სიმართლის გაგონების, ამიტომ შეამოარტყეს გარს პოლიციის ჯარი. ასე აირჩიეს მონა მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს’’ - ანა ნაცვლიშვილი. მოძრაობა ლელოს წევრი

ქვეყნის უსამართლობაში  დახრჩობას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, პლენარულ სესიაზე განვითრებულ მოვლეებზე საუბრობს  კახა კოჟორიძე.

„ჩვენ ბოლომდე გავაპროტესტებთ. დღეს მთელს ქვეყანას ნაცებს ეძახიან. უნდათ, რომ უვადოდ დაასვან მთელ ქვეყანას თავზე ის მოსამართლეები, რომლებიც ნაცებმა შექმნეს. ეს გამორიცხულია. ქვეყნის უსამართლობაში  დახრჩობას ჩვენ შევეწინააღმდეგებით „- კახა კოჟორიძე.

ამავე თემაზე