2019-12-12 13:27:49
ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით, მიზანი რა არის - კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეული ნივთიერება შეიტანა. რის გამოც ხსდომაზე ტექნიკური შესვენა გამოცხადდა. კობახიძე აცხადებს, რომ ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. 

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით, მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება, ალბათ სასურველია რომ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.      

 

 

 

ამავე თემაზე