2019-12-12 13:23:46
ყველა დეპუტატი, ვინც მისცემს ხმას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება სამარცხვინო დაფაზე გამოკრული - გოცირიძე

ყველა დეპუტატი, ვინც მისცემს ხმას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება სამარცხვინო დაფაზე გამოკრული - აღნიშნული განცხადება, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დღეს უზარმაზარი ზიანი მიიღო, ერთი მხრივ, მელიას პოლიტიკური დევნისა და პარლამენტიდან გაძევების სახით, მეორე მხრივ, იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც პირდაპირ მოემსახურება ივანიშვილს და მის „კლანს".

„ველოდები კენჭისყრის გადაწყვეტილებას. ყველა დეპუტატი, ვინც მისცემს ხმას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება სამარცხვინო დაფაზე გამოკრული. მე პირადად გავაკრავ ამ კედელზე და დავწერ ფლომასტერით "უღირსთა დაფა". დღეს იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ვინაიდან წინ არის მეორე და მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას სასამართლო გაამართლებს, ამბობენ, რომ დააბრუნებენ და განაცდურს მისცემენ. ასეთი ცინიკური განმარტებები გააკეთეს. დღეს უზარმაზარი ზიანი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" ერთი მხრივ, ნიკა მელიას პოლიტიკური დევნისა და პარლამენტიდან გაძევების სახით, მეორე მხრივ, იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც პირდაპირ მოემსახურება ივანიშვილს და მის „კლანს“. ფაქტობრივად, აუნაზღაურებელი ზიანი მიიღო "ქართულმა ოცნებამ",- განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე