2019-12-12 13:15:08
ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აბსოლუტურად ამოწურულია - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია. მან ასევე აღნიშნა, რომ განცხადებები თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სპეკულაციურია.

"ვერ ვიტყვით, რომ ყველას ერთნაირი კომპეტენცია აქვს. რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, სულ საკამათო იქნება ვინ მეტად კომპეტენტურია და ვინ - ნაკლებად. გიდასტურებთ, რომ კომპეტენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, როდესაც მხარდაჭერას ვუცხადებთ, ან არ ვუცხადებთ, მაგრამ არ არის მხოლოდ ეს. არის უამრავი საკითხი, მათ შორის არის ვისთან რა კითხვის ნიშნებია დასმული წარსულის საქმიანობიდან გამომდინარე. რაც შეეხება განცხადებას შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად სპეკულაციურია. ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აბსოლუტურად ამოწურულია. არ უნდა შეფერხდეს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირება. როდესაც იქ დაახლოებით 6 ათასი საქმეა თაროზე შემოდებული მოსამართლეთა სიმცირის გამო, აუცილებელია ამუშავდეს ეს ინსტიტუტი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასევე ოპტიმალურად ავირჩიოთ მოსამართლეები. იურიდიულ კომიტეტზე დაახლოებით გამიკვეთა სურათი და ამ ორ ინტერესს შორის უნდა მოვძებნოთ კომპრომისი,"- განაცხადა მდინარაძემ.

ამავე თემაზე