2019-12-12 13:00:46
აქციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს

პარლამენტის  მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის  მსვლელობისას  სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს.

მათ შორის, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერებს და აქტივისტებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას დებს ბრალს. საქმე, 166-ე და 173-ე მუხლებით  არი აღძრული.

შეგახსნებთ, რომ აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე