2019-12-12 12:51:33
„გაბედემ“ პარლამენტთან ნაძვის ხე მიიტანა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს, სათამაშოების ნაცვლად

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ნაძვის ხე მიიტანეს და ზედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს,  სათამაშოების ნაცვლად. 

აქციის ორგანიზატორების თქმით მათ ამ აქცია-პერფორმანსით გამოხატეს, ის რომ მოსამართლეობის კანდიდატები ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოები არიან. 

„ჩვენ მოვიტანეთ აქ ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოები. ბიძინა ივანიშვილის პირად სათამაშოებს წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომელთა კენჭისყრა დღეს პარლამენტის სხდომაზე მოხდება. სიმბოლურად მათი ფოტოები ნაძვის ხეზე ეკიდოს, ვიდრე ისხდნენ უზენაეს სასამართლოში და მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ისინი არიან კორუმპირებულები“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა მამუკა ჯუღელმა.

ამავე თემაზე