2019-12-12 12:45:11
იურიდიული კომიტეტი ჩაბარდა კლანს - ეკა ბესელია 

ჩვენ დღეს ვნახეთ, როგორ ჩაბარდა კლანს იურიდიული კომიტეტი კანონის დარღვევითა და პროცედურის დარღვევით - აცხადებს დეპუტატი ეკა ბესელია. 

"სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვნახეთ, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა კლანს და დაიმორჩილა კლანმა ეს კომიტეტი მთლიანად... ბოლო შანსი აქვს ბოლო კენჭისყრაზე პარლამენტს, ქართულ ოცნებას. თუ ის ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელსაც კანონის დარღვევით და პროცედურის დარღვევით ჩატარდა, გადაიბარებს და დააკანონებს, 9 წელსაც გადაიბარებს მთლიანად და ერთნაირად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ცხრას პლიუს რვა. ეს იქნება აბსოლუტურად იგივე, რა ძალადობაც ხდებოდა მაშინ"- ამბობს ბესელია.

შეგახსნებთ, რომ პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა "არ აირჩიო მონა".

ამავე თემაზე