2019-12-12 12:40:12
„ოცნება“ არის დასამთავრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენს ქვეყანას გადაჩეხავენ-გოგიჩაიშვილი

„ოცნება“ არის დასამთავრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენს ქვეყანას გადაჩეხავენ​ - ასე აფასებს, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განვითარებულ მოვლენებს. 

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემით, „ქართული ოცნება“ დაამთავრა და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწამებდა სააკაშვილი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა. დღეიდან „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, არაფრით არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან. „ოცნება“ არის დასამთავრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენს ქვეყანას გადაჩეხავენ. გაბინაშვილისა და ჩინჩალაძის პარტია არის „ქართული ოცნება“. ადეიშვილის, ჩინჩალაძის პარტია გახდა. მე მაინც ვიტოვებ იმედს, მიამიტურად, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს პარლამენტის სესიაზე,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე