2019-12-12 12:35:28
პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამ არ მინახავს არასდროს. სამარცხვინოები იყვნენ შემსრულებლებიც, მაგრამ უფრო ისინი, ვინც დაავალა-ბოკერია

სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს პარლამენტმა,სამარცხვინო ხალხი აირჩიეს - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ბოკერიას განცხადებით პროტესტი გაგრძელდება, მოთმინება  და რწმენა ოპოზიციურ პარტიებსაც გააჩნიათ.

„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს პარლამენტმა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნით დაწყებული, კომიტეტზე სამარცხვინო მოსამართლეებისთვის მხარდაჭერით. სამარცხვინო ხალხი აირჩიეს. გაგრძელებული ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობით კომიტეტზე. პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამ არ მინახავს არასდროს. სამარცხვინოები იყვნენ შემსრულებლებიც, მაგრამ უფრო ისინი, ვინც დაავალა. ბოლოს, ვაშაძის და სხვა პოლიტიკური ფიგურების დაჭერით დამთავრებული.

ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმიც და მისი „კლოუნებიც“. ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსის დაზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება, თუ მათ აქვთ იმედი, რომ ახალი წელი მოდის და ხალხი დაიშლება, დაიღლება, ტყუილად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე