2019-12-12 12:32:04
მოვუწოდებ ყველას, ბოიკოტი გამოუცხადონ სესიაზე იმ სხდომას, სადაც კენჭისყრა უნდა იყოს - კობერიძე

მოვუწოდებ ყველას, ბოიკოტი გამოუცხადონ სესიაზე იმ სხდომას, სადაც კენჭისყრა უნდა იყოს - აღნიშნული განცხადება, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა. 

„ეს ის სცენარია ზუსტად, რაც მე ვიწინასწარმეტყველე – ფსევდოდემოკრატიული პროცესი, რომ ამ 20 კანდიდატიდან ყველას კი არ დაამტკიცებენ, არამედ დემოკრატიული პროცესით გარკვეულ ნაწილს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ბოიკოტი გამოუცხადონ სესიაზე იმ სხდომას, სადაც კენჭისყრა უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ მარტო უნდა დარჩეს თავის კლანის კანდიდატებთან და თვითონ უნდა დაანახოს თავის სახე, საბოლოოდ აჩვენოს, როგორ გახდება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კლანის გადმობარებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი მიდის“, – განაცხადა კობერიძემ.

ამავე თემაზე