2019-12-12 12:30:23
ტაბულას ჟურნალისტის თქმით, მანდატურებმა მედიის წარმომადგენლები უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით სცემეს

შენ გახვალ პირველიო, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა - ტაბულას ჟურნალისტის თიკო ერაძის თქმით, პარლამენტის მანდატურებმა მედიის წარმომადგენლები უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით სცემეს.

"ჟურნალისტებზე იძალადეს, გვცემეს, ხელები გვაქვს დალურჯებული და გადატყავებული, სხვებსაც ალბათ, მარტო ჩემზე არ არის, ყველას ასე ექცეოდნენ. ერთი გამორჩეულად მოძალადე მანდატური იყო, ალექსანდრე ყაველაშვილი ვარო და მითხრა - შენ გახვალ პირველიო, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა" - ამბობს ერაძე და აღნიშნავს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომას ჟურნალისტები წესის და რიგის მიხედვით აშუქებდნენ.

ამავე თემაზე