2019-12-12 12:27:33
გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო როცა ხელისუფლებაში იყვნენ,მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს-სესიაშვილი

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამწუხაროდ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს - ასე აფასებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. 

სესიაშვილის განცხადებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მარგინალური ჯგუფები მართავენ.

"ჩემი ერთადერთი დისკომფორტი ის არის, რომ პოლიციელები მოცდენილი არიან თავის საქმეს, ქვეყანაში დაიცვან წესრიგი და უწევთ ამ მარგინალურ ჯგუფებთან წესრიგის დაცვა, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. მათ ერთადერთი რამ ამოძრავებთ, ეს არის რევანში. გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამწუხაროდ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ემართათ ქვეყანა დემოკრატიულად. ის რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს, აბსოლუტურად ჯდება დემოკრატიულ ჩარჩოში, მათ აქვთ უფლება პროტესტი გამოხატონ, მათ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური ვითარება და დესტაბილიზაცია. ჩვენ გვინდა ვემსახუროთ ქვეყანას და ვალდებულებიც ვართ. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამავე თემაზე