პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ის საუბრობს ჯარზე - დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ეხმაურება. დედაქალაქის მერი მადლობას უხდის თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ გმირს იმისთვის, რასაც ინი ქვეყნისთვის აკეთებენ.
“მე მგონია, რომ პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ის საუბრობს ჯარზე, მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს, ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები. ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან წარმატებულები სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ გმირს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.”- კალაძე.