2019-12-10 19:56:35
სახალხო დამცველი უნდა საუბრობდეს არა მხოლოდ პოლიტიკოსის მსგავსი გზავნილებით, არამედ უნდა ისაუბროს, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით - ოხანაშვილი

სახალხო დამცველი უნდა საუბრობდეს არა მხოლოდ პოლიტიკოსის მსგავსი გზავნილებით, არამედ უნდა ისაუბროს, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, – ასე ეხმაურება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, სახალხო დამცველის  ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომელიც მან 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.​ოხანაშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, თუ რაიმე ფაქტი აქვს, რაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი, ამის შესახებ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას მიმართოს.

„არ მგონია, სასურველი იყოს, ან სახალხო დამცველს თვითონ მოსწონდეს მისი განცხადებების შეფასება ისე მოხდეს, როგორც პოლიტიკოსის გამონათქვამის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე