2019-12-10 19:47:12
რატომღაც რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს - ზურაბიშვილი

რატომღაც რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„დღეს სწორედ გლობალიზაციის პერიოდში ვართ. ჩვენ არ შეიძლება, დავიკარგოთ, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც არა მარტო უნდა დავიცვათ, უნდა გავაძლიეროთ და გავიტანოთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი ამ ძალიან დიდი საქმის მონაწილე ხართ, და ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევაერთოთ. არ შეიძლება, შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოთი. ჩვენ ვართ, ვიყავით და  ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურულ-მეცნიერული კერა და ცენტრი. ეს ჩვენ თავში უნდა დავიჯეროთ, ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რატომღაც რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ამავე თემაზე