2019-12-10 19:12:51
პარლამენტის ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს. კარავზე გიგა ბოკერას და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია მიკრული. როგორც „შევინარჩუნე სიცოცხლეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლიკა გამრეკელმა განაცხადა, ისინი ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას.

„კარვის გაშლით ვაფიქსირებთ, რომ ამ საზოგადოებასა და საქართველოში ჩვენც ვართ. არსებობს საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ვითხოვთ „ნაცების“ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები, შვილმკვდარი მშობლები ამას 15 წელია, ითხოვენ. 15 წელია, ითხოვენ იმას, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი აპროტესტებს 2-3 წელია. ჩვენ მისი სოლიდარულებიც ვართ. აქ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ ვინმესთან დაპირისპირება გვინდა ან ძალადობა მოხდეს. ზუსტად იმიტომ ვართ აქ, რათა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენნაირი ახალგაზრდებიც არიან ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სექტა, რომელიც დღეს პარლამენტიდან მორალზე გველაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მარტო არ არიან ამ ქვეყნად, ჩვენც ვართ და ჩვენც ვეუბნებით მათ, რომ ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე აუცილებლად წავლენ, როცა დრო მოვა. ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა იყვნენ, რადგან ისინი მკვლელები და ჯალათები არიან“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

 

 

 

ფოტო:ნეტგაზეთი

ამავე თემაზე