2019-12-10 18:59:44
რაც დაინიშნა 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი​, წამობრძანდეს ჩემთან ერთად ე. წ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან ერთად - წულუკიანი

რაც დაინიშნა 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი​, წამობრძანდეს ჩემთან ერთად ე. წ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან ერთად - ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. წულუკიანის თქმით ის, ელოდებოდა, რომ სახალხო დამცველი ანგარიშში პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების საკითხს შეეხებოდა, რომელიც რეალური პრობლემაა.

"ამ მოკლე სათქმელში მე, როგორ პენიტენციურ სისტემაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი სულ სხვა მოლოდინი მქონდა, რომ პრობლემა იქნებოდა დასახელებული. მაგალითად, ველოდებოდი, ანგარიშში იტყოდა პირველ რიგში იმას, რომ წლებია არსებობს ჩვენ საპატიმროებში პრობლემა, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მომსახურების რიგებს. პატიმრები რიგებში არინ იმისთვის, რომ 12-14 თვეში იმედი ქონდეთ, რომ რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში გავლენ და ოპერაციას ჩაიტარებენ. რეალურად არის პრობლემა და პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლის უფლებას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2020 იყოს ის წელი, როდესაც რიგები არ დადგება სამედიცინო მომსახურებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ის სახალხო დამცველს სთავაზობს მასთან ერთად მოინახულოს ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც მოისურვებს.

„როდესაც სახალხო დამცველის 10 დეკემბრის ანგარიშში ასეთი გამოწვევა არ არის და გარკვეულ ლეგენდებზე დაფუძნებული პრობლემა, ვითომ ავტორიტეტების მიერ მართულ ციხეებზე ხვდება მის ანგარიშში, მიჩნდება კითხვა. ამიტომაც რაკი ქალბატონმა ნინომ თავად თქვა, რომ მის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მზად არის ემუშაოს უწყებებს, მე ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით და მას ვთავაზობ, ჩემთან ერთად რომელიმე იმ დაწესებულებაში რომელსაც ის ხელს დაადებს წამოვიდეს, შეხვდეს რიგით პატიმრებს. ვინაიდან რაც ის დაინიშნა სულ 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი და შეხვდა თუ ერთ შემთხვევას არ ჩავთვლით ე.წ ცნობილ პატიმრებს. არადა სახალხო დამცველი რიგითი პატიმრების სახალხო დამცველიც არის. წამობრძანდეს ჩემთან ერთად ე. წ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან ერთად და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავჭრათ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს.

ამავე თემაზე