2019-12-10 18:47:41
არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება - წულუკიანი

არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. წულუკიანის თქმით ის, ელოდებოდა, რომ სახალხო დამცველი ანგარიშში პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების საკითხს შეეხებოდა, რომელიც რეალური პრობლემაა.

"მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. მე დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის. რადგან ის ბევრ საქმეში ჩვენი პარტნიორი ყოფილა. თუ მისთვის ამგვარ დაწესებულებებში ჩემთან ერთად სიარული და პატიმრებთან შეხვედრა მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, მე შემიძლია, რომ მას შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარს თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება არ ვიცი. მე, ჩემი მხრიდან ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არცერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე