2019-12-10 17:22:30
14 ნოემბრიდან დღემდე "ქართული ოცნების" უმრავლესობა 14-მა დეპუტატმა დატოვა

დღეს "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა. ის მეთოთხმეტეა, რომელმაც 14 ნოემბრიდან დღემდე უმრავლესობა დატოვა. უმრავლესობის რღვევა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია. 

14 და 15 ნოემბერს "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მარიამ ჯაშმა, გიორგი ბეგაძემ, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ, გიგა ბუკიამ. 2 დეკემბერს უმრავლესობა დატოვა აკაკი ზოიძემ, დღეს ალექსანდრე ერქვანიამ.

ამავე თემაზე