2019-12-10 17:04:00
დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა, დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ- ჭიჭინაძე 

დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა, დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ - აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ.

„დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100 ლარიან ჯარიმას უწერდა. იმის გამო, რომ ავტომანქანების თეთრად გადასაღებად დარიგებული ვაუჩერების „საფასურად“, მძღოლებს ქალაქ თბილისის მერიამ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმებინა  შ.პ.ს. „ალმასთან“. რაც თავის მხრივ ავტომანქანებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსებას გულისხმობს. (ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კი რა თქმა უნდა ჯარიმაა. ცნობისთვის! შ.პ.ს. „ალმა“ - ეს ის სარეკლამო კომპანიაა, რომელთანაც მერია ექსკლუზიურად თანამშრომლობს უკვე წლებია.)

დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ. ანუ, კალაძის „საახალწლო საჩუქარი“ ტაქსის მძღოლებისთვის ამჯერად ვერ გამოვიდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ ქალაქში მუდმივად უბრალო ადამიანებზე ტყდებოდეს ჯოხი?! ვიღაცეებს ფულის მოსაპარად კომბინაციები ჰქონდეს დალაგებული და ეს ტაქსის მძღოლების, ან დანარჩენი რიგითი ადამიანების გადასახდელი იყოს?! მოკლედ, იკვეთება ერთი რამ. არც „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდა და არც „ქართული ოცნება“აპირებს დანაპირების შესრულებას.

ესენი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და იმ მოპარულის გადანაწილებისთვის რაც ერთობლივად აქვთ დაგროვილი! თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის ყველას „ნაციონალური“ წარსული აქვს; მთელი თბილისის ტენდერებსაც ყოფილი „ნაც“ ფირმები იგებენ. ყოფილი მერი კი, რომელიც თავად ფულის ქურდობაზეა ნასამართლები, ახლანდელ მერს აკრიტიკებს. რატომ? ტენდერით ხომ ისევ თვითონ შოულობენ ფულს და თავად რომ ვერ ანაწილებს და კალაძე „უზის წილში“ იმაზე წყდება გული?!“ - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ამავე თემაზე