2019-12-10 17:04:54
ვოკალისტი მარი ფრედრიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

61 წლის ასაკში, "როქსეტი" მარი ფრედრიქსონი გარდაიცვალა, შვედურმა ვარსკვლავმა გლობალურ წარმატებას 90-იან წლებში მიაღწია და ჰიტებით  გაითქვა სახელი ,  მომღერალი გარდაიცვალა სამშაბათს,  2019 წლის 9 დეკემბერს ოჯახის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი 17 წლიანი ბრძოლა გადა  კიბოსთან. 

"მარი ფრედიქსონს მისი ქმარი და ორი შვილი ყველაზე მეტად გლოვობენ. ძალიან დიდი სევდით უნდა გაუწყოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი არტისტი გარდაიცვალა. ის დაკრძალული იქნება სიწყნარეში, მხოლოდ ოჯახის წევრების თანდასწრებით", - წერია ოჯახის განცხადებაში.ასევე აქვეყნებს განცხადებას  მისი თანაშემწე პერ გესლემი .”შენ ყველაზე მშვენიერი მეგობარი იყავი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში”, 

შეგახსენებთ, რომ  მარი ფრედრიქსონი 1980 და 1990-იან წლებში, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი Roxette ჩამოაყალიბა , ის იყო პოპ მუსიკოსი რომელიც, საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა.  . 1991 წელს დუეტი უკვე გამოდიოდა მრავალათასიან სტადიონებზე მსოფლიოს გარშემო. 1992 წლის ალბომი Tourism: Songs from Studios, Stages, Hotelrooms & Other Strange Places იქცა ნამდვილ მოვლენად შვედეთში. დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომის დაახლოებით 75 მილიონი ასლი.

ამავე თემაზე