2019-12-10 16:16:21
ბუნებას მოწყდა ადამიანი და რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს - ვოლსკი 

ბუნებას მოწყდა ადამიანი და რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ტაბულას კითხვას, ეთანხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ "ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი." ივანიშვილმა ამის შესახებ ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"მთავარია, რომ გიგანტური ხეები შენარჩუნებული იქნება ჩვენი მომავალი თაობისათვის და ის დენდროპარკი, რომელიც აშენდება, იქნება ყველასთვის. ამ გიგანტურ ხეებსაც ეყოლება ისეთი მომვლელი, როგორიც სჭირდება ამ სპეციფიურ მცენარეს. პროფესიონალური მოვლის პირობები ამ უნიკალურ ხის ჯიშებს, რა საკვირველია, მეტი ექნებათ დენდროპარკში. [...] ბუნებას მოწყდა ადამიანი და რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს, ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს კარგი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე.” - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე