2019-12-10 16:20:19
არ განვიხილავ ალექსანდრე ერქვანიას წასვლას კრიზისად - გია ვოლსკი

მე არ განვიხილავ ალექსანდრე ერქვანიას წასვლას კრიზისად, როგორც თქვენ გინდათ, რომ წარმოაჩინოთ. ყველა ადამიანს გარკვეულად დასაბუთებული საკუთარი გადაწყვეტილება აქვს - ასე აფასებს პარლამენტის პირველი  ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ალექსანდრე ერქვანიას უმრავლესობიდან წასვლას.

ერქვანიას ეს გადაწყვეტილება ვოლსკისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"მე არ განვიხილავ ალექსანდრე ერქვანიას წასვლას კრიზისად, როგორც თქვენ გინდათ, რომ წარმოაჩინოთ. ყველა ადამიანს გარკვეულად დასაბუთებული საკუთარი გადაწყვეტილება აქვს. მთავარია არის კომენტარები, რაც მან გააკეთა და მით უმეტეს, ეს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, თითქოს აქ ეკლესიასთან დაპირისპირებაა. არათუ უსაფძვლოა, მე ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მისგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი, მით უმეტეს, ღვთისმოსავი კაცია და თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. მისი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე