2019-12-10 16:15:32
რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. ის ოზურგეთის რაიონის მკვიდრი იყო. 

მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებმა ინფორმაცია ცოტახნის წინ მიიღეს, შესაბამისად, ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარებს ვერ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცს, გუშინ მეგობრებთან ერთად წარსულში დაკავშირებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ ჩხუბის დროს მიაყენეს მას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა.

ოზურგეთის მერის რწმუნებული ზურაბ დარჩია აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს ხვალ ჩამოასვენებენ.

"არაფერი არ ვიცით ჯერჯერობით. ხვალ უნდა ჩამოასვენონ და იქიდან გავიგებთ ყველაფერს, გაუგებარ ვითარებაშია მოკლული," განაცხადა ზურაბ დარჩიამ.

ამავე თემაზე