2019-12-10 13:00:55
არსებობს არაფორმალური გავლენების და მმართველობის ნიშნები და პრივილეგირებული პატიმრები-ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი პენიტეციალურ სისტემაში პრივილეგირებულ პატიმრებზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას განცხადებით მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ და ყოფილ პატიმრებთან გასაუბრებამ, მმართველობის ნიშნები გამოკვეთა. 

"როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, იქ , რომ იქ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენების და მმართველობის ნიშნები და პრივილეგირებული პატიმრები. მე ვერ დავარქმევ მათ კონკრეტულ სახელებს, შემიძლია ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეთი ტერმინებით. იმ დაწესებულებებში, სადაც, ძირითადად ასეთი მმართველობა შეინიშნება და ის არის ღია ტიპის დაწესებულებები, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა არის მკვეთრად დაბალი, განსხვავებით იმ დაწესებულებებისაგან, რომელიც დახურულია და სადაც ნაკლებადაა ასეთი ტიპის გავლენები,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე