2019-12-10 11:56:00
 ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები - ნინო ლომჯარია

წლის განმავლობაში ჩატარებული აქციების დროს ხშირად იყო ძალის გადამეტება : 20-21 ივნისის მოვლენებზე, ასევე პანკისის ხეობაში ჰესებთან დაკავშირებულ აქციაზე, 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის შესახებ, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის  აღნიშნულ ფაქტებზე  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  2019 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე წლის შემაჯამებელ განცხადებაში ისაუბრა. 

„ამ შემთხვევებში არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამავე თემაზე