2019-12-10 10:53:54
მიჭირს წინასწარ თქმა, თუ დავინახე, რომ ეს პროცესები ძალიან არასწორად მიდის, შეიძლება არ მქონდეს სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის - ჩუგოშვილი

მიჭირს წინასწარ თქმა, თუ დავინახე, რომ ეს პროცესები ძალიან არასწორად მიდის, შეიძლება არ მქონდეს სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხთან დაკავშირებით ზე განაცხადა. 

ჩუგოშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პროცესს ღირსეულად გაართვა თავი, თუმცა, ის ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები იურიდიულ კომიტეტში.

„საერთოდ არ ვიცი, მივიღებ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ, რომ ჩემს პოზიციას ალბათ ჩამოვიყალიბებ მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომას ვნახავ. მე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე ადამიანია, 2-3 ალბათ, რომელმაც, ჩემი აზრით, სწორად, კარგად და ღირსეულად გაიარა ეს პროცესი და რაღაცნაირად ეს განცდა მაქვს, რომ ისეთი რთული პროცესი გაიარეს, იმსახურებენ ეს ადამიანები, რომ ხმა მისცე, მაგრამ მაინც ჩემი მონაწილეობა ამ კენჭისყრაში დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება იურიდიული კომიტეტში პროცესები.

მიჭირს წინასწარ თქმა, უბრალოდ თუ დავინახე, რომ ეს პროცესები ძალიან არასწორად მიდის, შეიძლება არ მქონდეს სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის, თუმცა ეს შეგრძნებებიც მაქვს - რამდენიმე ადამიანმა იმდენად მძიმე პროცესი, იმდენად მძიმე გზა გაიარა, იმდენად ღირსეულად გაართვა თავი, პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ მათ წინაშე, მაგრამ ვნახოთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“. 

ამავე თემაზე