2019-12-10 10:29:57
დაამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას ოპოზიციისა და “ოცნების” მოლაპარაკებებში ჩართვა სურს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, 6 დეპუტატს აერთიანებს: მარიამ ჯაშს, ლევან კობერიძეს, გედევან ფოფხაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილს.

როგორც ცნობილია, საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით იმართება. მომდევნო შეხვედრა 15 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

ამავე თემაზე