2019-12-10 10:28:52
ის არის ბოევიკი, სისხლიანი ადამიანია - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი, არის ბოევიკი, სისხლიანი ადამიანი. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მისი თქმით, გარდაცვლილი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყო და მეტიც, რუსეთი გერმანიასაც სთხოვდა მკვლელობამდე ხანგოშვილის გადაცემას.

“თქვენ თქვით ქართველის მკვლელობა (პუტინი მიმართავს ჟურნალისტს), ეს მთლად ასე არ არის. ბერლინში დაიღუპა ადამიანი, ის მხოლოდ ქართველი არ არის, ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, კავკასიაში სეპარატისტების მხარეს. ის ქართველი არ არის ეროვნებით. ჩვენ ეს ადამიანი ძებნაში გვყავდა, ის არის ბოევიკი, სისხლიანი ადამიანია. ის მოსკოვის მეტროში განხორციელებული აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”, – აცხადებს პუტინი და ხანგოშვილს 98 ადამიანის დაღუპვაში ადანაშაულებს.

4 დეკემბერს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს.

შეგახსენებთ რომ  გარდაცვლილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე