2019-12-10 10:30:09
„ზოგი ჭირი მარგებელიაო“- ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ინდუსტრიულ განვითარებაზე

“უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი veluribuneba.ge-სთან ინტერვიუში. 

"ქართული ოცნების" ლიდერის შეფასებით საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებაა მომავალში უკეთესად განვითარების. 

“აქვე უნდა ავღნიშნო, რომ როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა. მრეწველობა უნდა შეიქმნას და განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე