2019-12-10 10:20:53
რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 4 საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, კიდევ 4 მოქალაქე დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა. 

მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც მალევე გაანთავისუფლეს. ხოლო 3 მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ცნობით შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა, უკანონო დაკავებისთანავე კი გააქტიურდა “ცხელი ხაზი“ და სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდა.

სუს-ის თქმით, „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამავე თემაზე