2019-12-10 10:14:30
ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები გამოხატა და მისებურად ზეწოლა მოხადინა.. ეს არის ძალიან გასაბრაზებელი - ვიოლა ფონ კრამონი

ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები გამოხატა და მისებურად ზეწოლა მოხადინა.. ეს არის ძალიან გასაბრაზებელი - ამის შესახებ​ ევროპარლამენტარმა, გერმანელმა მწვანეების წევრმა, ვიოლა ფონ კრამონიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “კვირის ინტერვუში” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის დროზე ენმ-ს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის საქციელი საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით გულს სწყვეტს.

კითხვაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და ამით ხომ არ აიხსნება გუშინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შედარებით შერბილება დღეს. კრამონი პასუხობს, რომ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და ამატებს:

“ძალიან ფრთხილად რომ გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები გამოხატა და მისებურად ზეწოლა მოხადინა.. ეს არის ძალიან გასაბრაზებელი იმიტომ რომ, 2012 წლის ციტატა მოიყვანეთ და მე მაშინ მასთან ერთად, მის გვერდით ვიბრძოდი , როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში – მათ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან განსადევნად. ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ჩვენ ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს… იგივე რასაც დღეს აკეთებს “ქართული ოცნება“…. ეს არის მხარეთა შეცვლა, რომელმაც გული დამწყვიტა, გამაწბილა და იმედი მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი კიდევ დაუფიქრდება იმას, რომ დროულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და სამართალი, რათა სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები,“ – ამბობს კრამონი, მისი სიტყვების თარგმანს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამავე თემაზე