2019-12-09 19:41:19
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო. 

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცნობილი ექიმი, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საქართველოს ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა;

გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად;

მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს ყველა აუცილებელი მშვიდობიანი საშუალება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მისაღწევად;

ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

ამავე თემაზე